შუაღამის მზე
ცაზე ანათებს შუაღამის
მზე,
მიწაზე დადის ნისლისფერი
დღე,
ოცნებით ყვავის
მარტოსული ხე,
ცაზე კი ადის შუაღამის
მზე.
მიწიდან ოქროს იზრდება
ღამე,
და იხატება ნაცნობი
სახე,
ნელ–ნელა, ვერცხლის გაქრება მთვარე,
მზე შუაღამის ამოვა
ცაზე...
მზე შუაღამის დაცურავს
ღამით
და არომატი გაჩნდება
ვარდის,
მე შენ გაჩუქებ
თვით სხივებს
ღამის,
მზესაც მოგიძღვნი
მე , შუაღამის!
***
მარტმა გიბოძა თავისი
სუნთქვა,
აპრილის ამბორს
მოგიტანს ქარი,
მაისის ვარდმა,
მაისის სუნთქვამ
ააგიზგიზა გრძნობების
ალი.
შენ , გაზაფხულმა
მთვარე გიბოძა,
ზაფხულის წვიმა
შენ გიშლის ტკივილს,
ზამთარმა სიბრძნე
შენ გისაჩუქრა,
შემოდგომა კი -თან
ერთვის ღიმილს.
***
ზურმუხტოვანი სივრცე ქედების
ჩაიძირება შენს წრფელ თვალებში,
ფირუზისფერი ხედი კი ზეცის
ნელა ტივტივებს ღიმილში შენში...
მზე გაზაფხულის გინათებს სახეს,
მთვარე კი ღამის,
გჩუქნის ცას ნათელს,
სიმღერა შენი დაანთებს სანთელს,
შენი წრფელი ხმა გასწვდება მთა–ველს...
თოვლის ფიფქები დაგიდნობს ნაღველს,
მთვარის ტორტმანში გაიგებ სახელს...
***
albaT, male daiwveba dardi,
mogonebis daiferfla vardi...
albaT male miileva marti,
mzem Semowna sxivosani xati...
albaT, male daiwyeba Tova,
Ramem mTvare, dRem mijnuri hpova...
albaT, male damTavrdeba glova,
Tovlis fifqSi imedebis grova...
cis sartyelis unugeSo ltolva
da cremlebis ukuneTSi qroba...
mzis da mTvaris daiwyeba brZola
da warsulis nafexurTa kocna...
Zalzed male gaileva wami
da Caqreba cecxlis bolo ali...
mogonebis daiferfla vardi,
magram darCa martoobis dardi...
Комментариев нет:
Отправить комментарий