ლიმფის მოძრაობა ორგანიზმში
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლემ შეძლოს:
1. ლიმფის წარმოქმნის პროცესის დახასიათება
2.ლიმფის დანიშნულების განსაზღვრა
3.ლიმფის მოძრაობის თავისებურებების გამოყოფა
4.ლიმფის და სისხლის მოძრაობის შედარება
I. გამოწვევა.
1.გონებრივი იერიში (5-7 წთ)
1. რა ქმნის ორგანიზმის შინაგან თხევად გარემოს?
2. როგორ წარმოიქნება ქსოვილურისითხე და რა როლს ასრულებს იგი?
3. დაასახელეთ სისხლის ფუნქციები (ჩამოთვლილ ფუნქციებს მოსწავლე წერს ფორმატზე)
4. როგორია სისხლის შედგენილობა?
5. sisxlis romel komponentebTanaa dakavSirebuli dasaxelebuli funqciebi?
a) ა)antisxeulebis warmoqmna b)Jangbadis transporti
g) გ) sisxlis Sededeba d)fagocitozi
eriTrocitebi
|
Trombocitebi
|
leikocitebi
|
sisxlis plazma
|
6. რა არის იმუნიტეტი და რა სახის არსებობს?
7. რით განსხვავდება ვაქცინაცია სამკურნალო შრატის შეყვანისგან?
2. სიტუაციური ამოცანების ამოხსნა (10 წთ)
ა) warmoidgineT, rom eqimi xarT. TqvenTan movida pacienti,რომელსაც აწუხებს სისუსტე, კანი ფერმკრთალია, მშრალი, აქვს გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუხვევა, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების გაცივება, თავის ტკივილი.. Tqveni diagnozi iqneba...
ბ) თქვენთან მოვიდა ავადმყოფი დაბინძურებული ღია ჭრილობით. რას გააკეთებდით პირველ რიგში?
გ) თქვენს პაციენტს აღმოაჩნდა დიფტერია. როგორ უმკურნალებდით მას?
II. შინაარსის რეალიზება
1. ეკრანზე ხდება ფილმის „ სისხლის მიმოქცევა“ დემონსტრირება და წყვილებს ეძლევა დავალება წერილობით გასცენ პასუხი კითხვებზე: (10წთ)
1. რა როლს ასრულებს გული და როგორია მისი აგებულება?
2. რატომაა მარცხენა პარკუჭის კედელი უფრო სქელი, ვიდრე მარჯვენა პარკუჭის?
3. რა უზრუნველყოფს გულში სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობას?
4. რა არის არტერია, ვენა?
5. რა თავისებურებები ახასიათებს ვენებში სისხლის მოძრაობას?
6. რომელ არტერიაში მიედინება ვენური სისხლი?
3) romeli grafiki asaxavs sworad sisxlis dinebis siCqaris cvlilebas
sisxlZarRvebSi Semdegi mimarTulebiT: (3წთ)
aorta, arteria, arterioli, kapilari, vena, Rru vena?
4. ეკრანზე ვახდენ ფილმის „ლიმფის მოძრაობა“ დემონსტრირებას
მინილექცია–ლიმფის მოძრაობა . პარალელურად ეკრანზე ჩანსლიმფის ფუნქციები:
1. სისხლმბადი (ლიმფოციტების წარმოქმნა)
2.დამცველობითი
3. სატრანსპორტო (ცხიმების და ლიმფის ტრანსპორტირება)
4. ორგანოებიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა
ლიმფის მოძრაობის თავისებურებები:
1.ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა
2. ლიმფური ძარღვების კედლების რიტმული შეკუმშვა
3.გულის ლიმფური სადინარის შემწოვი ძალა გულმკერდის ღრუს გაფართოებისას
4. ჯიბისებური სარქველების არსებობა ლიმფურ ძარღვებში
3. მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ ვენის დიაგრამა – ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შედარება
1. ra mimarTulebiT moZraobs sisxli da limfa?
2. ra ganapirobebs sisxlis da ra - limfis moZraobas ZarRvebSi?
3. ra gansxvavebaa sisxlisa da limfis kapilarul sistemebs Soris?
4. wvrili nawlavis xaoebis romel kapilarebSi (limfurSi Tu sisxlis)
xdeba glicerinis, cximovani mJavebis, aminomJavebisa da monosaqaridebis
Sewova.
საშინაო დავალება: ლიმფის მოძრაობა
ეკოსისტემები
1. განსაზღვროს, რა არის ეკოსისტემა
2. ივარაუდოს, როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემებში
3. იმსჯელოს ეკოსისტემის ცალკეული კომპონენტების ურთიერთკავშირზე
4. შეძლოს ეკოსისტემაში ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესების დახასიათება, მზა მონაცემების გამოყენებით შესაბამისი ენერგიის, ბიომასის და რიცხვთა ეკოლოგიურ პირამიდების აგება
5. ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, ინტონაცია...) ამოიცნოს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობა.
6. დასვას და უპასუხოს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
გამოხატოს და განმარტოს საკუთარ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით
გამოწვევა( 5-7წთ)
დაფაზე ვწერ სიტყვებს:
მელა, მუხლუხო, მცენარე, კაკაბი, საპროფიტული ბაქტერია-
1.რა შეიძლება აერთიანებდეს ამ ორგანიზმებს? (საარსებო გარემო, კვება)
2.რა არის ეკოსისტემა?
3. დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი ეკოსისტემები. რომელი ეკოსისტემაა დედამიწაზე ყველაზე დიდი? შეიძლება თუ არა ხის კუნძი ჩაითვალოს ეკოსისტემად?
4. რა ითვლება ნებისმიერი ეკოსისტემის ენერგიის წყაროდ?
5. რომელი ორგანიზმები აწარმოებენ პროდუქციას ეკოსისტემაში?
6. ვინ არის ამ პროდუქციის მომხმარებელი?
დაფაზე ვადგენთ კვებითი ჯაჭვის სქემას:კლ
აქტივობა 2.(7წთ)კლასს ვყოფთ 4 ჯგუფად .
ეკრანზე ვაჩვენებთ სხვადასხვა ეკოსისტემებს ( უდაბნო, ტროპიკული ტყე, წყალსატევი, წიწვოვანი ტყე). ჯგუფებს ეძლევა დავალება, დააკვირდნენ სურათებს და შეასრულონ დავალება, რომელიც კითხვარშია მოცემული:
1. შეადგინონ მოცემული ეკოსისტემის კვებითი ქსელი
2. ივარაუდონ, რა მოხდება, თუ კვებითი ჯაჭვის რომელიმე რგოლი განადგურდა
ჯგუფის ლიდერები ახდენენ პასუხების პრეზენტაციას.
აქტივობა 3. (7 წთ)
ჯგუფებს ეძლევა სიტუაციური ამოცანები
ჯგუფი I,III.- ერთ ტყეში ადამიანების წყალობით მთლიანად განადგურდა ბუჩქნარი. რაღაც დროის შემდეგ ხმობა დაიწყეს ხემცენარეებმაც. ტყე დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
ჯგუფი II, IV-კანადაში მგლები დიდ ზიანს აყენებდნენ ფერმებს. ამიტომ ფერმერებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს. მალე შენიშნეს, რომ მკვეთრად შემცირდა ირმების რიცხვი. ახსენით, რატომ?
საბოლოოდ კეთდება დასკვნა, რომ ბუნების კომპონენტები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ამიტომ ნებისმიერი ქმედებისას ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ეს კავშირები და არ დაარღვიოს ბუნების კანონზომიერებანი. ამას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.
აქტივობა3.(10წთ) მოსწავლეებს ეძლევა დავალება, ყურადღებით წაიკითხონ გაკვეთილის ტექსტი და უპასუხონ კითხვაზე:
1. რატომ არ გრძელდება კვებითი ჯაჭვები უსასრულოდ?
2. როგორ ხდება ენერგიის გადაცემა კვებითი ჯაჭვის ერთი რგოლიდან მეორეში?
3. რა და რა სახის ეკოლოგიური პირამიდა არსებობს?
ეკრანზე ვაჩვენებ ეკოლოგიურ პირამიდას და ვთხოვ ჯგუფებს, ახსნან რატომაა უფრო მცირე ზვიგენების მასა, რიცხვი და ენერგია მშვიდობიან თევზებთან შედარებით?
აქტივობა 4. მოსწავლეებს ვთხოვთ ყურადღებით უყურონ შეთავაზებულ ფილმს, სადაც ნაჩვენებია 2 ეკოსისტემა. ფილმი რუსულ ენაზეა, ამიტომ ისინი უნდა შეეცადონ, გაიგონ ფილმის შინაარსი, ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით ამოიცნონ უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობა.
აქტივობა 5.
გაკვეთილში ერთვება რუსულის მასწავლებელი
-რადგანაც ფილმი რუსულ ენაზეა, მოდით შევამოწმოთ, რამდენად ვიცით ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ამ ფილმში გვხვდება.
მასწავლებელი არიგებს ჯგუფებში იმ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც ფილმის ტექსტში გვხვდება. მოსწავლეებმა უნდა შეაერთონ ეს ახალი ლექსიკური ერთეულები მათ ქართულ მნიშვნელობებთან. (იხ. დანართი 1) (5წთ)
ეკრანზე ხდება ფილმის პირველი ნაწილის დემონსტრირება (5წთ)
ფილმის ტექსტის მოსმენის პარალელურად მობილიზაციისთვის მოსწავლეებს ეძლევა დავალება ამოირჩიონ მოცემული სიტყვათაშეთანხმებებიდან ისეთები, რომლებიც ისმის ტექსტში (იხ. დანართი 2)
მთავრდება პირველი გაკვეთილი.
აქტივობა 6.(15 წთ) ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევა დავალება, შეასრულონ ტესტი 1- ”დიახ”, ”არა” (ფილმის პირველი ნაწილის მიხედვით), შემდეგ ვაჩვენებთ ფილმის მეორე ნაწილს და მოსწავლეებს ეძლევა დავალება, შეასრულონ ტესტი 2 -მოსწავლეები ირჩევენ სწორ პასუხებს ფილმის მეორე ნაწილის მიხედვით.
აქტივობა7. (10-15 წთ)
ფილმის შინაარსის გათვალისწინებით ყოველი ჯგუფი ადგენს 4-4 შეკითხვას. ჯგუფის ლიდერები უსვამენ ამ შეკითხვებს მოწინააღმდეგე ჯგუფებს. ხდება ამ კითხვებზე პასუხების გაცემა.
აქტივობა 8. (5-7წთ)
მაწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, შეაჯამონ, რა გაიგეს ფილმის ნახვის შემდეგ, მოეწონათ თუ არა?
თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი გამოთქვამს საკუთარ აზრს.
ბიოლოგიის მასწვლებელი კითხვებს უსვამს მთელ კლასს:
1.აღწერონ ნანახი ეკოსისტემები
2.ივარაუდონ, დაიღუპება თუ არა მთლიანი ეკოსისტემა, თუ განადგურდა შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდი
3. რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს გარეული ძაღლებისთვის ხროვაში ცხოვრებას?
გაკვეთილის ბოლოს ხდება მოსწავლეების თვითშეფასება ”რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ” (5-7 წთ)
მოსწავლეებს ვურიგებთ მცირე ზომის ფურცლებს და ვაძლევთ დავალებას, გააფორმონ ფურცლები (დააწერონ საკუთარი სახელი დაგვარი) და შემდეგ ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი, გამოხმაურება იმის შესახებ, თუ რა ასწავლა და გააგებინანათ ამ კონკრეტულმა გაკვეთილმა, წაკითხულმა ტექსტმა და ნანახმა ფილმმა. რა დაამახსოვრდებათ, როცა საკლასო ოთახს დატოვებენ.
სახელი და გვარი
კლასი
გაკვეთილის თემა
თარიღი
|
რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ:
|