суббота, 4 января 2014 г.

ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები



                                                                
ტრენინგი - სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენება (68სთ)
ორგანიზაცია - ინოვაციური განათლების ფონდი,ვიშეგარდის საერთაშორისო ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი პარტნიორები დემიკრატიული ცვლილებებისთვის
ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ინოვაციური განათლების ფონდი, ფალიაშვილის ქ.64
ღონისძიების მიზანი და ამოცანა - სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
                                            ღონისძიების რეზიუმე
პროექტი, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის [http://visegradfund.org/] მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის“ ხუთი ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის [http://www.innovative-education.org/] მიერ. კურსი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 18-მა მასწავლებელმა და მეცნიერმა გავიარეთ. 
ტრენინგები ჩატარდა 4 ეტაპად. პირველი ეტაპი 24–26 აპრილს გაიმართა და თემატიკა იყო: აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. (18 სთ)
მეორე ეტაპი 24–26 მაისს შედგა და თემატიკა გახლდათ შემდეგი: შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში.  (18 სთ)
 2013 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მესამე ეტაპი ჩატარდა.  ტრენინგების მესამე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი:
 ინოვაციური განათლების საშუალებები:
 • სიმულაციები
 • თამაშები
 • როლური თამაში სწავლებაში
 ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები - უნგრეთი” წარმომადგენელი, იანოშ ვაგნერი.  (18 სთ)
2013 წლის 22–24 სექტემბერს, ქ. თბილისში, საერთაშორისო პროექტით - „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“ გათვალისწინებული ტრენინგების მეოთხე ეტაპი ჩატარდა.
ტრენინგების მეოთხე ეტაპის თემატიკა იყო შემდეგი: დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. ტრენინგებს უძღვებოდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორები ჩეხეთის” წარმომადგენელი.  (14 სთ)



                              ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება
თითოეული ტრენინგის შემდეგ,  საკუთარ საგაკვეთილო პროცესში, მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება დავიწყე, ხოლო ტრენინგების სერიის გავლის შემდეგ, მათ საშუალება მომეცა სკოლაშიგანვახორციელო მცირე თანამშრომლობითი პროექტი „მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ“ სკოლა „ბინულის“ მოსწავლეებთან და პედაგოგთან -მარინა ჭელიძესთან ერთად. ამავე დროს, მეძლევა საშუალება, მოვინახულო ვარშავის კოპერნიკის ცენტრი და გავეცნო მის მუშაობას.
სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები, პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლის კოორდინაციით, მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში.
 2014 წლის დასაწყისში, პროექტის დასკვნით ეტაპზე, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

  ვთვლი, რომ მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩემი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და დამეხმარება გამოვიყენო თანამედროვე ინოვაციური მეთოდები სასკოლო პრაქტიკაში.   აქტიური სწავლების მეთოდოლოგიის შესწავლა, შემოქმედებითი მიდგომა, კვლევების დაგეგმვა და განხორციელება  საგაკვეთილო პროცესში გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას,  მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას. ელს შეუწყობს ჩემი, როგორც ბიოლოგიის პედაგოგის,  თვითეფექტურობის გაზრდას სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებაში.

პროექტის ფარგლებში ჩემმა მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა სკოლა "ბინულის" მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს პროექტი " მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ". (იხ. პრეზენტაცია  სტატიის დასაწყისში). 
 პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა 10 თებერვალს მასწავლებლის სახლში.














Комментариев нет:

Отправить комментарий