воскресенье, 8 декабря 2013 г.

ქ. რუსთავის №7 საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი (KMO)


მიზანი:
·           მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით;
·           გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ ინტერესის გაღვიძება;
·     ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევებიდა  მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება
·           სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერება
·           გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
·           კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება
·           თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება

სამიზნე ჯგუფი:  VII-VIII კლასის ნებისმიერი მოსწავლე,რომელთაც სურთ დამოუკიდებლად აღმოაჩინონ სამყარო,  ჩაატარონ კვლევა და შეამოწმონ კვლევის ჰიპოთეზები.
მოსწავლეთა რაოდენობა: 12-15 მოსწავლე
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად, ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ ექსპერიმენტებს, აღწერენ კვლევის მსვლელობას და შედეგებს,  აკეთებენ დასკვნებს.
შეხვედრების სიხშირე: თვეში ორჯერ
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ
 შეხვედრის გეგმა:
1.      ინტეგრაციული სამუშაო-10  წთ
2.      ექსპერიმენტები-40 წთ
3.      შეხვედრის შეჯამება და ინფორმაციის მიწოდება მომდევნო შეხვედრის შესახებ -10 წთ           

პროექტის ფარგლებში   ჩატარდა რამდენიმე მეცადინეობა, მოსწავლეები თავად ატარებდნენ ექსპერიმენტებს,  იკვლევდნენ სხვადასხვა მოვლენას, აკვირდებოდნენ, აკეთებდნენ დასკვნებს. მუშაობდნენ ჯგუფურად, ინაწილებდნენ მოვალეობებს. ეს აღრმავებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ხელს უწყობს კვლევის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.




четверг, 25 апреля 2013 г.

მერი ჯალიაშვილი





                                                      შუაღამის   მზე

ცაზე ანათებს შუაღამის მზე,
მიწაზე დადის ნისლისფერი დღე,
ოცნებით ყვავის მარტოსული ხე,
ცაზე კი ადის შუაღამის მზე.

მიწიდან ოქროს იზრდება ღამე,
და იხატება ნაცნობი სახე,
ნელ–ნელა,  ვერცხლის გაქრება მთვარე,
მზე შუაღამის ამოვა ცაზე...

მზე შუაღამის დაცურავს ღამით
და არომატი გაჩნდება ვარდის,
მე შენ გაჩუქებ თვით სხივებს   ღამის,
მზესაც მოგიძღვნი მე , შუაღამის!

***
მარტმა გიბოძა თავისი სუნთქვა,
აპრილის ამბორს მოგიტანს ქარი,
მაისის ვარდმა, მაისის სუნთქვამ
ააგიზგიზა გრძნობების ალი.
შენ , გაზაფხულმა მთვარე გიბოძა,
ზაფხულის წვიმა შენ გიშლის ტკივილს,
ზამთარმა სიბრძნე შენ გისაჩუქრა,
შემოდგომა კი -თან ერთვის ღიმილს.

***
ზურმუხტოვანი სივრცე ქედების
ჩაიძირება შენს წრფელ თვალებში,
ფირუზისფერი ხედი კი ზეცის
ნელა ტივტივებს ღიმილში  შენში...
მზე გაზაფხულის გინათებს სახეს,
მთვარე კი ღამის,  გჩუქნის ცას ნათელს,
სიმღერა შენი დაანთებს სანთელს,
შენი წრფელი ხმა გასწვდება მთა–ველს...
თოვლის ფიფქები დაგიდნობს ნაღველს,
მთვარის ტორტმანში გაიგებ სახელს...



  ***
albaT,  male daiwveba dardi,
mogonebis daiferfla vardi...
albaT male miileva  marti,
mzem Semowna sxivosani xati...

albaT,  male daiwyeba Tova,
Ramem mTvare, dRem mijnuri hpova...
albaT, male damTavrdeba glova,
Tovlis fifqSi imedebis grova...

cis sartyelis unugeSo ltolva
da cremlebis ukuneTSi qroba...
mzis da mTvaris daiwyeba brZola
da warsulis nafexurTa kocna...

Zalzed male gaileva wami
da Caqreba cecxlis bolo ali...
mogonebis daiferfla vardi,
magram darCa martoobis dardi...

მერი ჯალიაშვილი


bukswood poems


I don’t want to say goodbye
To real friends who i love,
I don’t want to change my  mind
And run with tears without bye.
I want to say i’m thankful,
You live and you exist,
Thanks to  you lovely persons,
Who are with me and cheer.
You make my sky clear,
You make my world safe.


    Cover
Cover  my eyes,
don’t let me feel,
cover my soul,
don’t let me freeze.
cover my ears
and cover my dream.
I want to live,
I want to feel.
But how can i think
now about it,
If  you don’t even need
picture of you and me.
Cover my life,
protect my heart,
don’t  let me burn
from pain and night.
Close my wound,
don’t  waste my cool,
cover my soul,
don’t be the fool.
Protect my heart
and cover my eyes,
cover my dream
and don’t let me hurt.

მერი ჯალიაშვილი


  როცა გიყვარდება

სამყარო იღლება და ჩუმად   იძირება , 
 და მხოლოდ სიყვარულის ყლორტებს ეჭიდება...
 სულში ალისფერი  ვარსკვლავი  აინთება
 და დროც კი იყინება,   როცა გიყვარდება...
  შენი ღიმილით  ზეცა იქარგება,
 წვიმა ჩერდება , ღრუბლები იკარგება,
 სევდა სიხარულის სამოსს ეფერება,
როცა გიყვარდება... როცა გიყვარდება..

მერი ჯალიაშვილი


isev siyvarulze
   ... igi xedavs, rogor ebrZvis sinaTle binds, xedavs, rogor cvlis dRes Rame, rogor qreba erTi adamianis sicocxlis sanTeli da rogor inTeba meoris...  xedavs,  ukve SeeCvia, magram isev stkiva, radgan grZnobs, rom Tavadac iZireba sicruisa da siZulvilis WaobSi...   moxucda samyaro,  veRar uZlebs mZime tvirTis zidvas, zurgze rom aqvs mokidebuli,  saocrad daiRala, TiTqos arsadaa saSveli, magram...  usasrulo bindSi fesvs gaidgams umSvenieresi mcenare ,mudam axalgazrda ylortebiTa da zurmuxtis foTlebiT. misi surneli gaTrobs da gajadoebs. mzad xar, mTeli cxovreba uyuro da elodo, raTa Senma sulmac moisxas frTebi ... siZulvilis WaobSi siyvarulis xe amosula! swored mis ylortebs eWideba samyaro, swored masSi xedavs xsnas.
    roca yvavis, xis nazi furclebi codvil dedamiwaze ecema, raTa kidev erTi adamianis guli gaanaTos  da suli gawmindos. dagecema misi yvavilebis furclebi da TiTqos Tvali gexileba... giyvardeba.
    adamianis sicocxlis nayofia siyvaruli, misi arsebobis mizani da Sedegi. siyvaruli adamians aTbobs, rogorc mzis sxivi. igi Cveni arsebis yvela saidumlo kunWuls wvdeba da gamoaqvs yvelaferi kargi. adamians Zalas da simamaces matebs, sicocxlis survils uRviZebs.
 veravin aRudgeba win afrodites  jadoqrobas, yvela qeds ixris mis winaSe.
  siyvaruli mudam anTebuli sanTelia!
   siyvaruli mzis sxivia, maisis vardi, pirveli wvima, iasamnis pirveli ayvaveba...
   wiTeli vardi mgznebare siyvarulia, gwvavs da gizidavs...
    enZelasaviT nazi siyvaruli gxiblavs, gajadoebs, misiT sunTqav, misiT cxovrob, magram ar iwvi, ar iferflebi, ar qrebi...
   da mxolod rCeulTa xvedria WeSmariti siyvaruli... ბერძნები მიიჩნევდნენ, იმის გასაგებად  უყვარდათ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, უნდა ჩახედათ მის თვალებში და დაენახათ იგი მოხუცებული, დანაოჭებული და თუკი მერეც მზად იქნებოდნენ ამ ადამიანის თვალები სამყაროს სარკედ გაეხადათ, თუკი შეძლებდნენ ჭურჭლის შიგთავსის დაფასებას, მაშინ ეს გრძნობა ნამდვილი და ჭეშმარიტი გახლდათ.roca arsebobs adamiani, visi  danaxvisas guli giCqroldeba, sisxli giduRs, iwvi, magram ar gtkiva, mzera sinaziTaa savse, bageebi ipoba da iRimebi, roca is iRimeba... da mxolod am dros gaqvs ufleba, warmoTqva sami yvelaze Zvirfasi sityva, romelic samudamod Secvlis Sens cxovrebas:    -me Sen miyvarxar!!!                               

суббота, 30 марта 2013 г.

пятница, 29 марта 2013 г.

პროექტი- ეკოლოგიური სასამართლო "ბუნება უჩივის ადამიანს"

საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


                                             ჩონჩხი
ადმიანის ჩონჩხი შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან და მათი შეერთებებისგან. ისინი ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციას. ჩონჩხს რეფლექსურად ამოძრავებს მასზე მიმაგრებულიუ კუნთები და უზრუნველყოფს მათ მამოძრავებელ ფუნქციას. ძვლები მონაწილეობენ მინერალურ ცვლაში, ძვლის წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს, ძვლის ყვითელი ტვინი-სამარაგო ნივთიერებას.

                                                ძვლის აგებულება
ძვლების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ქსოვილების რამდენიმე სახე. მის შემადგენლობაში შედის ორგანული ნივთიერებები (ცილები-ოსეინი და ოსეომუკოიდი) და არაორგანული ნივთიერებები (ზირითადად კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის მარილები). ორგანული ნივთიერებები ძვალს ანიჭებენ ელასტიურობას და მოქნილობას, მინერალური-სიმაგრეს. ასაკთან ერთად არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა ძვლებში იზრდება).
მორფოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი წარმოდგენილია ძვლოვანი უჯრედებით (ოსტეოკლასტები) მრავალი მორჩითდა უჯრედშორისი ნივთიერებით, რომლის შემადგენლობაში შედის კოლაგენის ბოჭკოები და მინერალიზებული ამორფული ნივთიერება. ახალდაბადებულებს გააჩნია უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილი (მსხვილი, უხეში კოლაგენის ბოჭკოები მიდიან სხვადასხვა მიმართულებით უჯრედშორის სივრცეში.)ორგანიზმის ზრდასთან ერთად უხეშბოჭკოვანი ქსოვილი იცვლება ფირფიტოვანით, რომელიც შედგება ფირფიტებისგან (თხელი, პარალელურად განლაგებული კოლაგენის ბოჭკოები, უჯრედები და უჯერშორისი ნივთიერება).
            ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურული ერთეულია ოსტეონი (ძვლოვანი ფირფიტების სისტემა, რომლებივ კონცენტრირებულია სისხლძარღვების და ნერვების შემცველი ძვლოვანი არხის გარშემო). ოსტეონებს შორის სივრცე შევსებულია ჩართული ფირფიტებით. ოსტეონების და ჩართული ფირფიტებისგანაა წარმოქმნილი ხარიხები. თუ ხარიხები ახლო-ახლოა ერთმანეთთან განლაგებული, წარმოიქმნება ძვლის კომპაქტური ნივთიერება, თუ მათ შორის სივრცეა- ღრუბლისებური  ნივთიერება.
                                          ძვალი-როგორც ორგანო. ძვლების სახეები
            განვიხილოთ ძვლის აგებულება გრძელი ძვლის მაგალითზე. იგი შედგება შუა ნაწილის-ძვლის სხეულისგან ანუ დიაფიზისგან და ორი გაფართოებული ბოლოსგან-ეპიფიზისგან. დიაფიზის ცენტრში არის ძვლის ყვითელი ტვინით  ამოვსებული არხი. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის არის ხრტილოვანი შრე, მისი უჯრედები იყოფა და ძვალი სიგრძეში იზრდება.
            დიაფიზი წარმოქმნილია კომპაქტური ნივთიერებით და გარედან დაფარულია ძვლისსაზრდელათი-შემაერთებელქსოვილოვანი შრით, რომელშიც გადის მრავალრიცხოვანი სისხლძარღვები და ნერვები. მისი შიდა შრე შედგება ოსტეობლასტებისგან, რომლებიც იყოფა და წარმოქმნიან ძვლოვან ნივთიერებას, რითაც განაპირობებენ ძვლების სისქეში ზრდას, აგრეთვე მოტეხილობებისას ძვლების შეზრდას. ეპიფიზები შედგება ღრუბლისებრი ნივთიერებისგან, ზემოდან დაფარულია სასახსრე ხრტილით. ღრუბლისებრი ნივთიერება ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით. ძვლებს ზედაპირზე გააჩნია გამონაზარდები, ბორცვაკები, რომლებზეც ემაგრება კუნთები და იოგები.

                                                 ძვლების შეერთების ტიპები
            განასხვავებენ ძვლების მოძრავ, უძრავ და ნახევრადმოძრავ შეერთებას.                                  მოძრავი შეერთება (სახსარი) შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილით და ფორმით შეესაბამება ერთმანეთს, ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება. სახსარი გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი სასახსრე ჩანთით, რომელიც ემაგრება სასახსრე ზედაპირს და წარმოქმნის ჰემეტულად ჩაკეტილ სასახსრე ღრუს, რომელიც ამოვსებულია სინოვიალური სითხით. იგი ასველებს სასახსრე ზედაპირებს,უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და  ამცირებს ხახუნს. მოძრავი შეერთების მაგალითებია: მხრის, მუხლის, კისრის, სასმენი ძვლების, იდაყვის, ქვედა ყბის  სახსრები. მოძრავადაა შეერთებული აგრეთვე ნეკნები გულმკერდის მალებთან, ხოლო გულმკერდის ძვალს ისინი ხრტილების საშუალებით ნახევრადმოძრავად უერთდებიან. ნახევრადმოძრავია ხერხემლის მალების შეერთება ხრტილოვანი დისკების საშუალებით. თუმცა ხერხემალში ვხვდებით უძრავ შეერთებასაც (გავის მალები). უძრავადაა ერთმანეთთან შეერთებული თავის ქალას ძვლები, გარდა ქვედა ყბისა, მენჯის შეერთება გავასთან.
    

ბიოლოგიის ექსპერიმენტული ნაწილი. პრეპარატი: ასკარიდას (მდედრის განივი ჭრილი)


სხეული შემოფარგლულია კან-კუნთოვანი პარკით. გარეთა შრე-კუტიკულა, მის ქვემოთ ჰიპოდერმული შრეა, მის ქვემოთ კი-კუნთოვანი შრე. ცენტრალური ნაწილი ნაწლავს უკავია. ჩანს საშვილოსნოს (ჩანს დიდი რაოდენობით კვერცხები) და საკვერცხის განაკვეთები.
ასკარიდა ადამიანის წვრილ ნაწლავში ბინადრობს. მდედრი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხ ყრის, რომელიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა.  მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქეაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის ღრუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 - 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 - 1,5 წლამდე.
მნიშვნელობა. იწვევს ასკარიდოზს.
თემები: პარაზიტიზმი, ადაპტაცია, მრგვალი ჭიები

პრეპარატი-დროზოფილა


სხეული შედგება თავის, მკერდის და მუცლისაგან. მკერდი და მუცელი დანაწევრებულია. თავზე ჩანს ორი გრძელი დანაწევრებული ულვაში, რომლებიც ფრთისებრი დანამატით ბოლოვდება. ორი რთული მუქი წითელი თვალი და სამი მარტივი თვალი, მკერდზე მიმაგრებულია სამი წყვილი დანაწევრებული კიდური. პირის აპარატი-მლოკავი. ფეხი შედგება მენჯის,ტაბუხის, ბარძაყის, წვივისა და თატისგან, რომელზეც ორი ბრჭყალია მოთავსებული. შუა მკერდზეგანლაგებულია წყვილი ფრთა, მეორე წყვილი ფრთა საბზუალოდაა გადაქცეული.მამრს მუცლის ბოლოს დორსალური მხარე შავი აქვს პიგმენტის შემცველობის გამო.
განვითარება-სრული მეტამორფოზი. სწრაფად მრავლდებიან 20-250-ზე, ხილში ან ლპობად ორგანულ მასალაში დებენს კვერცხებს.
მნიშვნელობა : გენეტიკური კვლევის ობიექტი
თემები: შეჭიდული დამემკვიდრება, სქესის გენეტიკა


პრეპარატი-ჭიანჭველა


სხეული შედგება თავის, მკერდის და მუცლისაგან. მკერდი და მუცელი დანაწევრებულია. თავზე ჩანს ორი გრძელი დანაწევრებული ულვაში, ორი რთული თვალი, მკერდზე მიმაგრებულია სამი წყვილი დანაწევრებული კიდური. პრის აპარატი-მღრღნელი. მუშა ჭიანჭველას არ აქვს ფრთები
 ცხოვრობენ ბუდეებში, რომელთაც აწყობენ ნიადაგში, ხის ქერქის ქვეშ, ქვების ქვეშ და ა.შ. მდედრი დებს კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან მდედრი, მამრი და მუშა ჭიანჭველები.
მნიშვნელობა: ნიადაგის გაფხვიერება (ნიადაგწარმოქმნა), ჩართულია კვებით ჯაჭვში, სხვადასხვა მცენარეების (მაგ. იას) თესლების გავრცელება, მავნებელი მწერების განადგურება.
თემები: მწერების აგებულება, კვებითი ჯაჭვები, საზოგადოებრივი მწერები, შიდასახეობრივი არსებობისთვის ბრძოლა, ინსტიქტი, სიმბიოზი

პრეპარატი-მწერის (მოსკიტის) პირის აპარატი


პირის აპარატი-მწუწნავ-მჩხვლეტი. ჩანს ხორთუმი (სახეშეცვლილი ქვედა ტუჩი)-პირის აპარატის ყველაზე მასიური ნაწილი,რომლის საშუალებითაც მოსკიტი წოვს სისხლს, აქვე განლაგებული მჩხვლეტავი ელემენტებიც.  ზედა ტუჩი, წყვილი ზედა ჯაგრისებური და ქვედა ყბა. მამრებს აქვთ მწუწნავი პირის აპარატი, მდედრებს-მწუწნავ-მჩხვლეტავი
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-თავის წინა ნაწილში
დანიშნულება: საკვების მოპოვება
თემები: კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, კვებითი ჯაჭვები, საკვების მოპოვების ხერხები...

პრეპარატი: მწერის (ფუტკარი) ფრთა

გამჭვირვალე აპკისებური ფრთა, მცირე ზომის ბუსუსუსებით, ჩანს სიგრძივი და განივი ძარღვები. ასეთი აგებულება უზრუნველყოფს სიმსუბუქეს და სიმტკიცეს. უკანა ფრთები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე -წინა.
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-ფრთები მიმაგრებულის მკერდის მეორე და მესამე სეგმენტზე (შუა და უკანა მკერდზე)
დანიშნულება: მოძრაობის ორგანო
თემები: მოძრაობის ფორმები, კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, რიგი სიფრიფანაფრთიანები



პრეპარატი: მწერის (ოთახის ბუზი) პირის აპარატი


თავი ნახევრად სფეროსებურია. პირის აპარატი-მწუწნავ-მლოკავი. მისი ძირითადი ნაწილი არის საკმაოდ მსხვილი და რბილი ქვედა ტუჩი (ხორთუმი). იგი მილისებურია, ბოლოსკენ ფართოვდება და ბოლოვდება ლაპოტებით. ქვედა ტუჩის ღარში ენა და ზედა ტუჩია მოთავსებული. ქვედა ტუჩის შუა ნაწილთან ორი საცეცია მოთავსებული, საიდანაც იწყება ზედა ტუჩი.
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-თავის წინა ნაწილში
დანიშნულება: საკვების მოპოვება
თემები: კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, კვებითი ჯაჭვები, საკვების მოპოვების ხერხები...

პრეპარატი-რიზოპუსი (ობის სოკო)


ჩანს მიცელიუმის კონები, რომლებიც ბოლოვდება შავი სპორანგიუმებით. სოკოს ჰიფები შემოფარგლულია სქელი, დრეკადი ქიტინისგან წარმოქმნილი უჯრედის კედლით.მრავლდება სპორებით.
მნიშვნელობა: რედუცენტები-ორგანული ნარჩენების მინერალიზაცია.
თემა: „ობის სოკოები“

შროშანას ფოთლის განივი ჭრილი



ჩანს კანის უჯრედები, რომლის ქვეშ განლაგებულია რბილობი-მოგრძო ფორმის უჯრედებისგან წარმოქმნილი მესრისებული ქსოვილი და მრავალკუთხა ფაშარად განლაგებული ღრუბლისებური ქსოვილი, მდიდარია ქლოროპლასტებით. უჯრედებს შორის დიდი სივრცეებია-უჯრედშორისები. ჩანს აგრეთვე ჭურჭლების, საცრისებური მილებისა და ბოჭკოების განივჭრილები, რომლებიც ძარღვის ჭურჭელბოჭკოვან გამტარ კონებს ქმნის.
ბიოლოგიური როლი: ტრანსპირაცია, სუნთქვა, ფოტოსინთეზი.
თემები: ფოთლის აგებულება, ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია, პლასტიდები.
 შროშანას ყვავილის (კვირტის ) განივი ჭრილი
ჩანს ბუტკო, მტვრიანები. ნასკვი მრავალსაკნიანია.  ბუტკოს ნასკვში ჩანს თესლკვირტები, სადაც მწიფდება კვერცხუჯრედი.
ბიოლოგიური მნიშვნელობა: წარმოადგენს გენერატიულ ორგანოს. სქესორივი გამრავლება
თემები: ყვავილის აგებულება, განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში, მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი.

პრეპარატი-სათესლე


ჩანს სათესლის მილაკები, რომლებშიც მწიფდება სპერმა, ისინი გარშემოხვეულია შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე შრით. ეპიდიდიუმის მილაკები, გამომტანი სადინარი.
2. ბიოლოგიური მნიშვნელობა: რეპროდუქციული-მამრობითი სასქესო უჯრედების-სპერმატოზოიდების წარმოქმნა
3. თემები: სპერმატოგენეზი, გამრავლება, ჯირკვლები, გამრავლების ორგანოების ევოლუცია.