воскресенье, 8 декабря 2013 г.

ქ. რუსთავის №7 საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი (KMO)


მიზანი:
·           მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით;
·           გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ ინტერესის გაღვიძება;
·     ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევებიდა  მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება
·           სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერება
·           გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
·           კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება
·           თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება

სამიზნე ჯგუფი:  VII-VIII კლასის ნებისმიერი მოსწავლე,რომელთაც სურთ დამოუკიდებლად აღმოაჩინონ სამყარო,  ჩაატარონ კვლევა და შეამოწმონ კვლევის ჰიპოთეზები.
მოსწავლეთა რაოდენობა: 12-15 მოსწავლე
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად, ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ ექსპერიმენტებს, აღწერენ კვლევის მსვლელობას და შედეგებს,  აკეთებენ დასკვნებს.
შეხვედრების სიხშირე: თვეში ორჯერ
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ
 შეხვედრის გეგმა:
1.      ინტეგრაციული სამუშაო-10  წთ
2.      ექსპერიმენტები-40 წთ
3.      შეხვედრის შეჯამება და ინფორმაციის მიწოდება მომდევნო შეხვედრის შესახებ -10 წთ           

პროექტის ფარგლებში   ჩატარდა რამდენიმე მეცადინეობა, მოსწავლეები თავად ატარებდნენ ექსპერიმენტებს,  იკვლევდნენ სხვადასხვა მოვლენას, აკვირდებოდნენ, აკეთებდნენ დასკვნებს. მუშაობდნენ ჯგუფურად, ინაწილებდნენ მოვალეობებს. ეს აღრმავებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ხელს უწყობს კვლევის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.