суббота, 30 марта 2013 г.

пятница, 29 марта 2013 г.

პროექტი- ეკოლოგიური სასამართლო "ბუნება უჩივის ადამიანს"

საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


                                             ჩონჩხი
ადმიანის ჩონჩხი შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან და მათი შეერთებებისგან. ისინი ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციას. ჩონჩხს რეფლექსურად ამოძრავებს მასზე მიმაგრებულიუ კუნთები და უზრუნველყოფს მათ მამოძრავებელ ფუნქციას. ძვლები მონაწილეობენ მინერალურ ცვლაში, ძვლის წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს, ძვლის ყვითელი ტვინი-სამარაგო ნივთიერებას.

                                                ძვლის აგებულება
ძვლების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ქსოვილების რამდენიმე სახე. მის შემადგენლობაში შედის ორგანული ნივთიერებები (ცილები-ოსეინი და ოსეომუკოიდი) და არაორგანული ნივთიერებები (ზირითადად კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის მარილები). ორგანული ნივთიერებები ძვალს ანიჭებენ ელასტიურობას და მოქნილობას, მინერალური-სიმაგრეს. ასაკთან ერთად არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა ძვლებში იზრდება).
მორფოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი წარმოდგენილია ძვლოვანი უჯრედებით (ოსტეოკლასტები) მრავალი მორჩითდა უჯრედშორისი ნივთიერებით, რომლის შემადგენლობაში შედის კოლაგენის ბოჭკოები და მინერალიზებული ამორფული ნივთიერება. ახალდაბადებულებს გააჩნია უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილი (მსხვილი, უხეში კოლაგენის ბოჭკოები მიდიან სხვადასხვა მიმართულებით უჯრედშორის სივრცეში.)ორგანიზმის ზრდასთან ერთად უხეშბოჭკოვანი ქსოვილი იცვლება ფირფიტოვანით, რომელიც შედგება ფირფიტებისგან (თხელი, პარალელურად განლაგებული კოლაგენის ბოჭკოები, უჯრედები და უჯერშორისი ნივთიერება).
            ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურული ერთეულია ოსტეონი (ძვლოვანი ფირფიტების სისტემა, რომლებივ კონცენტრირებულია სისხლძარღვების და ნერვების შემცველი ძვლოვანი არხის გარშემო). ოსტეონებს შორის სივრცე შევსებულია ჩართული ფირფიტებით. ოსტეონების და ჩართული ფირფიტებისგანაა წარმოქმნილი ხარიხები. თუ ხარიხები ახლო-ახლოა ერთმანეთთან განლაგებული, წარმოიქმნება ძვლის კომპაქტური ნივთიერება, თუ მათ შორის სივრცეა- ღრუბლისებური  ნივთიერება.
                                          ძვალი-როგორც ორგანო. ძვლების სახეები
            განვიხილოთ ძვლის აგებულება გრძელი ძვლის მაგალითზე. იგი შედგება შუა ნაწილის-ძვლის სხეულისგან ანუ დიაფიზისგან და ორი გაფართოებული ბოლოსგან-ეპიფიზისგან. დიაფიზის ცენტრში არის ძვლის ყვითელი ტვინით  ამოვსებული არხი. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის არის ხრტილოვანი შრე, მისი უჯრედები იყოფა და ძვალი სიგრძეში იზრდება.
            დიაფიზი წარმოქმნილია კომპაქტური ნივთიერებით და გარედან დაფარულია ძვლისსაზრდელათი-შემაერთებელქსოვილოვანი შრით, რომელშიც გადის მრავალრიცხოვანი სისხლძარღვები და ნერვები. მისი შიდა შრე შედგება ოსტეობლასტებისგან, რომლებიც იყოფა და წარმოქმნიან ძვლოვან ნივთიერებას, რითაც განაპირობებენ ძვლების სისქეში ზრდას, აგრეთვე მოტეხილობებისას ძვლების შეზრდას. ეპიფიზები შედგება ღრუბლისებრი ნივთიერებისგან, ზემოდან დაფარულია სასახსრე ხრტილით. ღრუბლისებრი ნივთიერება ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით. ძვლებს ზედაპირზე გააჩნია გამონაზარდები, ბორცვაკები, რომლებზეც ემაგრება კუნთები და იოგები.

                                                 ძვლების შეერთების ტიპები
            განასხვავებენ ძვლების მოძრავ, უძრავ და ნახევრადმოძრავ შეერთებას.                                  მოძრავი შეერთება (სახსარი) შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილით და ფორმით შეესაბამება ერთმანეთს, ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება. სახსარი გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი სასახსრე ჩანთით, რომელიც ემაგრება სასახსრე ზედაპირს და წარმოქმნის ჰემეტულად ჩაკეტილ სასახსრე ღრუს, რომელიც ამოვსებულია სინოვიალური სითხით. იგი ასველებს სასახსრე ზედაპირებს,უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და  ამცირებს ხახუნს. მოძრავი შეერთების მაგალითებია: მხრის, მუხლის, კისრის, სასმენი ძვლების, იდაყვის, ქვედა ყბის  სახსრები. მოძრავადაა შეერთებული აგრეთვე ნეკნები გულმკერდის მალებთან, ხოლო გულმკერდის ძვალს ისინი ხრტილების საშუალებით ნახევრადმოძრავად უერთდებიან. ნახევრადმოძრავია ხერხემლის მალების შეერთება ხრტილოვანი დისკების საშუალებით. თუმცა ხერხემალში ვხვდებით უძრავ შეერთებასაც (გავის მალები). უძრავადაა ერთმანეთთან შეერთებული თავის ქალას ძვლები, გარდა ქვედა ყბისა, მენჯის შეერთება გავასთან.
    

ბიოლოგიის ექსპერიმენტული ნაწილი. პრეპარატი: ასკარიდას (მდედრის განივი ჭრილი)


სხეული შემოფარგლულია კან-კუნთოვანი პარკით. გარეთა შრე-კუტიკულა, მის ქვემოთ ჰიპოდერმული შრეა, მის ქვემოთ კი-კუნთოვანი შრე. ცენტრალური ნაწილი ნაწლავს უკავია. ჩანს საშვილოსნოს (ჩანს დიდი რაოდენობით კვერცხები) და საკვერცხის განაკვეთები.
ასკარიდა ადამიანის წვრილ ნაწლავში ბინადრობს. მდედრი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხ ყრის, რომელიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა.  მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქეაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის ღრუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 - 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 - 1,5 წლამდე.
მნიშვნელობა. იწვევს ასკარიდოზს.
თემები: პარაზიტიზმი, ადაპტაცია, მრგვალი ჭიები

პრეპარატი-დროზოფილა


სხეული შედგება თავის, მკერდის და მუცლისაგან. მკერდი და მუცელი დანაწევრებულია. თავზე ჩანს ორი გრძელი დანაწევრებული ულვაში, რომლებიც ფრთისებრი დანამატით ბოლოვდება. ორი რთული მუქი წითელი თვალი და სამი მარტივი თვალი, მკერდზე მიმაგრებულია სამი წყვილი დანაწევრებული კიდური. პირის აპარატი-მლოკავი. ფეხი შედგება მენჯის,ტაბუხის, ბარძაყის, წვივისა და თატისგან, რომელზეც ორი ბრჭყალია მოთავსებული. შუა მკერდზეგანლაგებულია წყვილი ფრთა, მეორე წყვილი ფრთა საბზუალოდაა გადაქცეული.მამრს მუცლის ბოლოს დორსალური მხარე შავი აქვს პიგმენტის შემცველობის გამო.
განვითარება-სრული მეტამორფოზი. სწრაფად მრავლდებიან 20-250-ზე, ხილში ან ლპობად ორგანულ მასალაში დებენს კვერცხებს.
მნიშვნელობა : გენეტიკური კვლევის ობიექტი
თემები: შეჭიდული დამემკვიდრება, სქესის გენეტიკა


პრეპარატი-ჭიანჭველა


სხეული შედგება თავის, მკერდის და მუცლისაგან. მკერდი და მუცელი დანაწევრებულია. თავზე ჩანს ორი გრძელი დანაწევრებული ულვაში, ორი რთული თვალი, მკერდზე მიმაგრებულია სამი წყვილი დანაწევრებული კიდური. პრის აპარატი-მღრღნელი. მუშა ჭიანჭველას არ აქვს ფრთები
 ცხოვრობენ ბუდეებში, რომელთაც აწყობენ ნიადაგში, ხის ქერქის ქვეშ, ქვების ქვეშ და ა.შ. მდედრი დებს კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან მდედრი, მამრი და მუშა ჭიანჭველები.
მნიშვნელობა: ნიადაგის გაფხვიერება (ნიადაგწარმოქმნა), ჩართულია კვებით ჯაჭვში, სხვადასხვა მცენარეების (მაგ. იას) თესლების გავრცელება, მავნებელი მწერების განადგურება.
თემები: მწერების აგებულება, კვებითი ჯაჭვები, საზოგადოებრივი მწერები, შიდასახეობრივი არსებობისთვის ბრძოლა, ინსტიქტი, სიმბიოზი

პრეპარატი-მწერის (მოსკიტის) პირის აპარატი


პირის აპარატი-მწუწნავ-მჩხვლეტი. ჩანს ხორთუმი (სახეშეცვლილი ქვედა ტუჩი)-პირის აპარატის ყველაზე მასიური ნაწილი,რომლის საშუალებითაც მოსკიტი წოვს სისხლს, აქვე განლაგებული მჩხვლეტავი ელემენტებიც.  ზედა ტუჩი, წყვილი ზედა ჯაგრისებური და ქვედა ყბა. მამრებს აქვთ მწუწნავი პირის აპარატი, მდედრებს-მწუწნავ-მჩხვლეტავი
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-თავის წინა ნაწილში
დანიშნულება: საკვების მოპოვება
თემები: კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, კვებითი ჯაჭვები, საკვების მოპოვების ხერხები...

პრეპარატი: მწერის (ფუტკარი) ფრთა

გამჭვირვალე აპკისებური ფრთა, მცირე ზომის ბუსუსუსებით, ჩანს სიგრძივი და განივი ძარღვები. ასეთი აგებულება უზრუნველყოფს სიმსუბუქეს და სიმტკიცეს. უკანა ფრთები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე -წინა.
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-ფრთები მიმაგრებულის მკერდის მეორე და მესამე სეგმენტზე (შუა და უკანა მკერდზე)
დანიშნულება: მოძრაობის ორგანო
თემები: მოძრაობის ფორმები, კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, რიგი სიფრიფანაფრთიანები



პრეპარატი: მწერის (ოთახის ბუზი) პირის აპარატი


თავი ნახევრად სფეროსებურია. პირის აპარატი-მწუწნავ-მლოკავი. მისი ძირითადი ნაწილი არის საკმაოდ მსხვილი და რბილი ქვედა ტუჩი (ხორთუმი). იგი მილისებურია, ბოლოსკენ ფართოვდება და ბოლოვდება ლაპოტებით. ქვედა ტუჩის ღარში ენა და ზედა ტუჩია მოთავსებული. ქვედა ტუჩის შუა ნაწილთან ორი საცეცია მოთავსებული, საიდანაც იწყება ზედა ტუჩი.
სად წარმოიქმნება ეს სტრუქტურა-თავის წინა ნაწილში
დანიშნულება: საკვების მოპოვება
თემები: კლასი მწერების აგებულება და მნიშვნელობა, ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია, კვებითი ჯაჭვები, საკვების მოპოვების ხერხები...

პრეპარატი-რიზოპუსი (ობის სოკო)


ჩანს მიცელიუმის კონები, რომლებიც ბოლოვდება შავი სპორანგიუმებით. სოკოს ჰიფები შემოფარგლულია სქელი, დრეკადი ქიტინისგან წარმოქმნილი უჯრედის კედლით.მრავლდება სპორებით.
მნიშვნელობა: რედუცენტები-ორგანული ნარჩენების მინერალიზაცია.
თემა: „ობის სოკოები“

შროშანას ფოთლის განივი ჭრილი



ჩანს კანის უჯრედები, რომლის ქვეშ განლაგებულია რბილობი-მოგრძო ფორმის უჯრედებისგან წარმოქმნილი მესრისებული ქსოვილი და მრავალკუთხა ფაშარად განლაგებული ღრუბლისებური ქსოვილი, მდიდარია ქლოროპლასტებით. უჯრედებს შორის დიდი სივრცეებია-უჯრედშორისები. ჩანს აგრეთვე ჭურჭლების, საცრისებური მილებისა და ბოჭკოების განივჭრილები, რომლებიც ძარღვის ჭურჭელბოჭკოვან გამტარ კონებს ქმნის.
ბიოლოგიური როლი: ტრანსპირაცია, სუნთქვა, ფოტოსინთეზი.
თემები: ფოთლის აგებულება, ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია, პლასტიდები.
 შროშანას ყვავილის (კვირტის ) განივი ჭრილი
ჩანს ბუტკო, მტვრიანები. ნასკვი მრავალსაკნიანია.  ბუტკოს ნასკვში ჩანს თესლკვირტები, სადაც მწიფდება კვერცხუჯრედი.
ბიოლოგიური მნიშვნელობა: წარმოადგენს გენერატიულ ორგანოს. სქესორივი გამრავლება
თემები: ყვავილის აგებულება, განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში, მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი.

პრეპარატი-სათესლე


ჩანს სათესლის მილაკები, რომლებშიც მწიფდება სპერმა, ისინი გარშემოხვეულია შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე შრით. ეპიდიდიუმის მილაკები, გამომტანი სადინარი.
2. ბიოლოგიური მნიშვნელობა: რეპროდუქციული-მამრობითი სასქესო უჯრედების-სპერმატოზოიდების წარმოქმნა
3. თემები: სპერმატოგენეზი, გამრავლება, ჯირკვლები, გამრავლების ორგანოების ევოლუცია.

საკვერცხის ანათალი


1.პრეპარატში ჩანს უამრავი ფოლიკულა. ფოლიკულას შემადგენლობაში შედის ერთი კვერცხუჯრედი, რომელიც გარშემორტყმულია ფოლიკულური უჯრედების ერთი ან მეტი შრით,რომლებიც კვებავენ კვერცხუჯრედს. პრეპარატზე მუქი  უბნები ყვითელი სხეულია, რომელიც გამოყოფს ესტროგენებსდა პროგესტერონს და ხელს უწყობენ ორსულობის შენარჩუნებას.
2. ბიოლოგიური მნიშვნელობა: რეპროდუქციული-სასქესო უჯრედსების-კვერცხუჯრედების მომწიფება. ფოლიკულები ფორმირდება ბავშვის დაბადებამდე. მენსტრუალური ციკლის პერიოდში ჩვეულებრივ ერთი ფოლიკულა მწიფდება და თავის კვერცხუჯრედს გამოჰყოფს.
3. თემები: გამრავლება, ოოგენეზი, ჯირკვლები, ჰორმონები, შინაგანი და გარეგანი სეკრეცია

ლაბორატორიული გამოცდა ბიოლოგიის პედაგოგებისთვის. პრეპარატი-ფილტვი



მოცემულ პრეპარატში წარმოდგენილია ფილტვის ანათალი. მასზე ჩანს ალვეოლების და კაპილარების ჭრილები.  ფილტვის ბუშტულები ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმისგან შედგება. ბუშტუკების გარშემო კაპილარული ქსელია.
2. ბიოლოგიური როლი: აირთა ცვლა. კონცენტრაციათა სხვაობის გამო ჟანფბადი ფილტვის ბუშტუკებიდან დიფუზიით გადადის სისხლში, ნახშირორჟანგი-ფილტვის ბუშტუკებში.
3.სუნთქვის სისტემა-ფილტვების აგებულება, ქსოვილთა ტიპები, დიფუზია, სუნთქვის ორგანოების ევოლუცია.